გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 5 848 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 795 038-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 147 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 12 892-მდე გაიზარდა. ვირუსის დამარცხება 580 330-მა ადამიანმა შეძლო.
რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2 მარტს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.