რბილი ნამცხვარი ჯემის შიგთავსით - საჭირო ინგრედიენტები ყველა დიასახლისის ოჯახშია

რბილი ნამცხვარი ჯემის შიგთავსით - საჭირო ინგრედიენტები ყველა დიასახლისის ოჯახშია

ინგრედიენტები

ფქვილი - 200 გ

გამაფხვიერებელი - 1 ჩკ

რძე - 100 მლ

შაქარი - 120 გ

კვერცხი - 2 ც

ზეთი - 80 მლ

მარილი 1/4 ჩკ

ჯემი - 300 გ

მომზადების წესები

ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და ამოურიეთ.

ცალკე ჯამში კვერცხი შაქართან და მწიკვ მარილთან ერთად გათქვიფეთ. შეათქვიფეთ რძე და ზეთი. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი და კარგად ამოურიეთ. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ.

გამოსაცხობ ფორმაში (27ხ15 სმ) ჩააფინეთ ქაღალდი, ცხიმიც წაუსვით და ცომის ნახევარი გადაიტანეთ. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმლეში 10 წუთით. თავზე გადაანაწილეთ სასურველი ხილის ჯემი და ცომის მეორე ნაწილი დაასხით თავზე. ტემპერატურას 180 გრადუსამდე დაუწიეთ და 40 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.