ინგრედიენტები
შავი მოცხარი - 1.5 კგ
წყალი - 100 მმ
1 ფორთოხლისა და ლიმონის ცედრა
შაქარი - 500 გ
პექტინი - 20 გ (ან აგარ-აგარი)
მომზადების წესები
გახეხეთ ფორთოხალი და ლიმონი. ცედრა შეინახეთ. შემდეგ ციტრუსს კანი გააცალეთ და კუბებად დაჭერით.
ქვაბში გადაიტანეთ შავი მოცხარი, დაასხით წყალი, დაუმატეთ ციტრუსი (ცედრაც და რბილობიც) და შაქარი (3-4 კოვზი მოიტოვეთ და პექტინს ან აგარ-აგარს შეურიეთ).
ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. რომ ადუღდება, 3 წუთის განმავლობაში გააგრძელეთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე. ამის შემდეგ შაქრისა და პექტინის ნარევი დაუმატეთ ჯემს და კარგად ამოურიეთ. კიდევ 3 წუთით გააგრძელეთ ხარშვა, მეტი არ სჭირდება. შემდეგ გადაიტანეთ სუფთა ქილებში და თავი დაახურეთ. თხელი მასა იქნება, მაგრამ არ შეგეშინდეთ, პექტინი რომ გააქტიურდება, მასა კარგად გასქელდება.
შეინახეთ ცივ და ბნელ ადგილას, ზამთრის მარაგთან ერთად.