Telegraph: ბრიტანეთი და ევროკავშირი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ

Telegraph: ბრიტანეთი და ევროკავშირი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ

ბრიტანეთის და ევროკავშირის ხელისუფლებამ თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების შესახებ ვერ მოილაპარაკეს, რადგან პროცესი ჩიხში შევიდა. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით, Telegraph-ი წერს.

გამოცემის წყაროს ცნობით, ამ დროისთვის არის წინადადება, რომ ხელშეკრულება არ გაფორმდება. მაგრამ თუ ევროკავშირი დათმობებზე წავა, შესაძლოა საბაზისო დოკუმენტი მომზადდეს. „ამით, ბრიტანეთის ხელისუფლებამ დიდიხანია ევროკავშირი მიახვედრა, რომ მზადაა იმისთვის, რომ მხარეებს შორის სავაჭრო ხელშეკრულება არ გაფორმდეს“, - წერს გამოცემა.

მანამდე, ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა ევროკავშირთან ხელშეკრულება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების მიხედვით გააფორმოს.

2020 წლის 1-ელ თებერვალს ლონდონის დროით 23:00 საათზე, Brexit-ის საკითხზე გამართული რეფერენდუმიდან 188 კვირის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

2019 წლის დეკემბერში პრემიერ ბორის ჯონსონის კონსერვატორულმა პარტიამ, რომელიც მხარს უჭერდა სწრაფ Brexit-ს, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატამ ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლის შესახებ კანონპროექტს მხარი 23 იანვარს დაუჭირა. შემდეგ კი შეთანხმებას ხელი დედოფალმა ელისაბედ მეორემ მოაწერა.