პირმა, რომელმაც ქალაქ ლუცკში ავტობუსი გაიტაცა, სამი მძევალი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გამტაცებელმა ორი ქალი და ერთი ბავშვი გაათავისუფლა.
უკრაინაში ქალაქ ლუცკში ორჯერ ნასამართლევმა პირმა, მაქსიმ კრივოშმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედი შეიარაღებულია და მას ასაფეთქებელი მოწყობილობებიც აქვს. მამაკაცი ითხოვს, რომ ქვეყნის მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. აღსანიშნავია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქალაქ ლუცკში სამგზავრო ავტობუსის გატაცებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.