უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ლუცკში სამგზავრო ავტობუსის გამტაცებლის მოთხოვნა შეასრულა.
შეგახსენებთ, გამტაცებელი ითხოვდა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვიდეომიმართვა ჩაეწერა, სადაც იტყოდა, რომ ფილმი „დედამიწელები“ ყველამ უნდა ნახოს.
უკრაინაში, ქალაქ ლუცკში ორჯერ ნასამართლევმა პირმა, მაქსიმ კრივოშმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედი შეიარაღებულია და მას ასაფეთქებელი მოწყობილობებიც აქვს. აღსანიშნავია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქალაქ ლუცკში სამგზავრო ავტობუსის გატაცებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.