პეკტინი ამცირებს ქოლესტერინის დონეს, გამოდევნის ტოქსინებს და აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას. მისი შეძენა საკონდიტრო მაღაზიებში შეგიძლიათ.
ინგრედიენტები
ჟოლო - 1.5 კგ
შაქარი - 800-1000 გ
2-3 ფორთოხლის ცედრა და წვენი
პეკტინი - 20 გ
მომზადების წესები
ჟოლო გარეცხეთ, მესამედი ჩაყარეთ ქვაბში, მოაყარეთ შაქრის მესამედი. დარჩენილი ორი ნაწილიც რიგრიგობით ჩაყარეთ ქვაბში. ასე შაქარი უკეთ შეერევა ჟოლოს (4-5 კოვზი შაქარი მოიტოვეთ). დაუმატეთ ფორთოხლის ცედრა და წვენი.
ქვაბი დაბალ ცეცხლზე შემოდგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ამასობაში, მოტოვებულ შაქარს პეკტინი შეურიეთ. ჟოლოს ამოურიეთ ხოლმე, რომ შაქარი სრულად გადნეს.
შაქარი რომ გადნება და ჟოლო წვენის გამოშვებას დაიწყებს, კიდევ ერთხელ ამოურიეთ. დუღილს რომ დაიწყებს, დაუმატეთ შაქარში გახსნილი პეკტინი და კიდევ ერთხელ ამოურიეთ. კიდევ 2-3 წუთი ადუღეთ და გამორთეთ.
გადაანაწილეთ სუფთა ქილებში და ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ. რომ გაცივდება, ზამთრის მარაგს მიუმატეთ.