დონდუას N2-ში სადარბაზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

დონდუას N2-ში სადარბაზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, დონდუას N2-ში, ორი სადარბაზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ბიუჯეტი 12 000 ლარია.