ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 931 შემთხვევა გამოვლინდა, 17 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.
ქვეყანაში კოვიდინფიცირების 220 572 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 5 508 ადამიანი, 203 002-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.
თურქეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 25 მარტს გამოვლინდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.