ემანუელ მაკრონი: ევროკავშირის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე შეთანხმება ისტორიულია

ემანუელ მაკრონი: ევროკავშირის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე შეთანხმება ისტორიულია

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე შეთანხმებას ისტორიულს უწოდებს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

„ეს არის ისტორიული დღე ევრობისთვის“, - აცხადებს მაკრონი

„მიშელის კომპრომისი“ ასე უწოდეს, ევროკავშირის ყველზე ხანგრძლივი სამიტის შედეგს, euronews-ი.

გამოცემის ცნობით, ოთხდღიანი მოლაპარაკებების შედეგად გაერთიანების ლიდერები კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე შეთანხმდნენ.

კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენისკენ მიმართული სტიმულირების ფონდის შექმნაზე ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში ოთხი დღე მსჯელობდნენ. ფინანსურ საკითხებზე ევრობლოკის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა იყო, რის გამოც შეთანხმების მიღწევა გართულდა. ეკონომიკური სტიმულირების გეგმის დასამტკიცებლად ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს მხარდაჭერა იყო საჭირო.