ქალაქ ლუცკში გატაცებულ ავტობუსში მძევლებს შორის ორსული ქალები და ბავშვები არიან

ქალაქ ლუცკში გატაცებულ ავტობუსში მძევლებს შორის ორსული ქალები და ბავშვები არიან

მამაკაცი, რომელმაც ქალაქ ლუცკში ავტობუსი გაიტაცა, აცხადებს, რომ ავტობუსში მძევლებს შორის ორსული ქალები და ბავშვები არიან.

გამტაცებელი ჟურნალისტებს დაუკავშირდა. მისი თქმით, მას „მაქსიმ ცუდი“ ჰქვია.

„ავტობუსში ბევრი ხალხია. ბაშვები და ორსული ქალებიც არიან“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, თუ პოლიცია ავტობუსის შტურმით აღებას შეეცდება, ის ავტობუსს ააფეთქებს.

უკრაინაში, ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია და მას ასაფეთქებელი ნივთიერებაც აქვს. სამართალდამცველებმა ქალაქის ცენტრი გადაკეტეს. ადგილზე პოლიციისა და სპეცსამასახურების ძალებია მობილიზებული. პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში ოცი ადამიანი იმყოფება.