რამზან კადიროვი მაიკ პომპეოს ჩეჩნეთში ეპატიჟება

რამზან კადიროვი მაიკ პომპეოს ჩეჩნეთში ეპატიჟება

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჩეჩნეთში დაპატიჟა.

20 ივლისს აშშ-მა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს, რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სანქციების დაწესების მიზეზი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებია.

„როგორც ცნობილი გახდა, მე კიდევ ერთ სასანქციო სიაში ჩამსვეს. როგორც ჩანს, ამერიკას ბევრი ასეთი სია აქვს. ისე შემეშინდა, რომ ჩემს სოფელში ჩამოვედი. პომპეო, ჩამოდი, აქ ძალიან ლამაზია, ვისაუბროთ იმაზე, თუ ვინ რა უფლებებს არღვევს“, - განაცხადა რამზან კადიროვმა.