ინგრედიენტები
ფქვილი - 2 სკ
წყალი - 1/4 ჭიქა
რძე - 2 ჭიქა
შაქარი - 1/3 ჭიქა
ვანილი
მომზადების წესები
ფქვილი გახსენით წყალში.
რძე აადუღეთ. დაუმატეთ წყალში გახსნილი ფქვილი და დაბალ ცეცხლზე გქონდეთ. გამუდმებით ურიეთ. რომ გასქელდება, გადმოდგით. გადაიტანეთ ჯამში, დაუმატეთ ვანილი (შეგიძლიათ, ხილიც დაუმატოთ ან კაკაო) და ხელის ბლენდერით კარგად დააბლენდერეთ.
გადაიტანეთ სასურველ კონტეინერში და შეინახეთ საყინულეში 3 საათით, შემდეგ ამოურიეთ და კვლავ დააბლენდერეთ. დააბრუნეთ საყინულეში 8 საათით ან მთელი ღამით.