სირიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

სირიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

სირიაში სამოქალაქო ომის განმავლობაში მესამე საპარალამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ხმის მიცემა ქვეყნის ტერიტორიის 70%-ზე მიმდინარეობს, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს. ექსპერტების პროგნოზით, გამარჯვებას სავარაუდოდ პრეზიდენტ ბაშარ ასადის „არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტია“ (ბაასი) მოიპოვებს. სირიის პარლამენტი 250 დეპუტატისგან შედგება, მათ 4-წლიანი ვადით ირჩევენ.

სამოქალაქო კონფლიქტი სირიაში 2011 წლიდან გრძელდება. საომარი მოქმედებების შედეგად ასობით ათასი ადამიანი გარდაიცვალა, მილიონობით ადამიანი კი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.