აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრი სახლის მოქმედ მეთაურს, დონალდ ტრამპს რეიტინგში 15%-ით უსწრებს.
CNN-ის ცნობით, ასეთია ABC News-ისა და Washington Post-ის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგი. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ბაიდენს რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 55% უჭერს მხარს, ტრამპს კი 40%. თითქმის ანალოგიური შედეგი ფიქსირდება მათ შორის, ვისაც არჩევნებში ხმის მისაცემად რეგისტრაცია ჯერ არ გაუვლია - ბაიდენი 54%, ტრამპი 44%.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარდება.