ბაღდადში, აშშ-ის საელჩოსთან 2 რაკეტა ჩამოვარდა

ბაღდადში, აშშ-ის საელჩოსთან 2 რაკეტა ჩამოვარდა

ბაღდადის „მწვანე ზონაში“ სულ მცირე 2 რაკეტა ჩამოვარდა. ამის შესახებ France 24 იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, რაკეტები აშშ-ის საელჩოსთან ჩამოვარდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს „მწვანე ზონაში“ ერაყში ვიზიტით მყოფი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი შეხვედრებს მართავდა.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.