აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ეჭვის ქვეშ დააყენა ჯო ბაიდენის შესაძლებლობა სერიოზულ ინტერვიუში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
„დასვით ბაიდენი სერიოზულ ინტერვიუზე და მიწაზე დაეცემა ტირილით და დედამის დაუძახებს. იტყვის: დედიკო, დედიკო, გთხოვ, სახლში წამიყვანე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი გონებრივად გადაიღალა.
„დაე, თავისი სარდაფიდან გამოვიდეს. დღეში ოთხი-ხუთი გამოსვლა მაქვს. ინტერვიუს ყველას ვაძლევ. მათთაც კი, ვინც ვერ მიტანს. ყველაფერზე სათანადო პასუხი მაქვს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტის პოსტისთვის კომპეტენტური არ არის.