აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fოხ Nეწს-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას კარგი ურთიერთობები აქვს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორთან, ენტონი ფაუჩუისთან.
დონალდ ტრამპის თქმით, პანდემიის გავრცელების დასაწყისში ენტონი ფაუჩი შეცდა, როდესაც მისი გადაწყვეტილება ჩინეთთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ არ მოიწონა.
„ენტონი ფაუჩიმ შეცდომები დაუშვა, თუმცა მასთან კარგი ურთიერთობები მაქვს. გუშინ ვესაუბრე. ცოტათი პანიკიორია, თუმცა არაუშავს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჟურნალისტის კითხვას, რომ მან ასევე დაუშვა შეცდომები კორონავირუსთან ბრძოლაში, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ შეცდომებს ყველა უშვებს.
„ვფიქრობ, ყველა უშვებს შეცდომებს. საბოლოოდ მართალი ვიქნები. ეს ვირუსი გაქრება“, - დასძინა მან.