ქვეყნები, სადაც კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ აღურიცხავთ

ქვეყნები, სადაც კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ აღურიცხავთ

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 14 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული და ვირუსმა უკვე 593 899 ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ აღრიცხულა.

Al Jazeera ამ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს:

კირიბატი (წყნაროკეანური სახელმწიფო მიკრონეზიაში);

მარშალის კუნძულები (წყნაროკეანური სახელმწიფო მიკრონეზიაში);

ნაურუ (ჯუჯა კუნძული-რესპუბლიკა იმავე დასახელების მარჯნის კუნძულზე წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში);

ჩრდილოეთ კორეა (ქვეყანა აღმოსავლეთ აზიაში, უკავია კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი);

პაულუ (კუნძულოვანი სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, ფილიპინის ზღვაში);

სამოა (სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთში);

სოლომონის კუნძულები (ქვეყანა ოკეანეთში, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მელანეზიაში);

ტონგა (სახელმწიფო-არქიპელაგი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პოლინეზიაში);

თურქმენეთი (სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში);

ტუვალუ (სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, პოლინეზიის რეგიონში, ჰავაისა და ავსტრალიას შორის);

ვანუატუ (წყნაროკეანური სახელმწიფო მელანეზიაში).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.