ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის 110 მებაჟე ოფიცერს მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდა. კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა.
საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ მიზნობრივი ტესტირება ანტიგენზე და ანტისხეულზე, ასევე, უტარდებათ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელ სატვირთო ტრანსპორტის მძღოლებს (როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლებს)
აღნიშნული პროცედურა ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, საზღვაო ნავსადგურებსა და საბაჟო კონტროლის ზონებში განთავსებულ სპეციალურ სამედიცინო პუნქტებში, რომლებიც აღჭურვილია ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) ტესტირებისთვის აუცილებელი ინვენტარით.
ამ დროისთვის მიზნობრივი ტესტირება 33 400 მძღოლს უკვე ჩაუტარდა.
იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლი დაარღვევს ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესებს, ის დაჯარიმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით, კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.