ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 014 738-ს მიაღწია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსმა სულ 76 822 ადამიანი იმსხვერპლა, 1 366 775 კი გამოჯანმრთელდა.

ბრაზილია აშშ-ის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.