რუსეთი დიდი ბრიტანეთის 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, ანალიზის საფუძველზე ოფიციალურმა ლონდონმა დაასკვნა, რომ „ზოგიერთი რუსი აქტორი“ უკანონოდ მოპოვებული სამთავრობო დოკუმენტების გავრცელებით გზით 2019 წლის არჩევნებში ჩარევას ცდილობდა.
კერძოდ, საუბარია დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პროექტზე, რომელიც ინტერნეტ-პლატფორმა Reddit-ზე გამოქვეყნდა. სავარაუდოდ, ამ დოკუმენტისგან სარგებელი შესაძლოა დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიას მიეღო.
რააბის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით დაწყვებულია გამოძიება და ლონდონი უფლებას იტოვებს, მსგავს შეტევებს მომავალშიც უპასუხოს.
2019 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბორის ჯონსონის კონსერვატიულმა პარტიამ ხმათა 43,6%, ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ კი 32,2% მიიღო.