თურქეთის სასამართლომ ოპოზიციური პარტიის ლიდერს ერდოღანისთვის 52 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა

თურქეთის სასამართლომ ოპოზიციური პარტიის ლიდერს ერდოღანისთვის 52 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა

თურქეთის სასამართლომ ოპოზიციური „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, ქემალ ქილიჩდაროღლუს ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მისი ნათესავებისთვის 359 ათასი თურქული ლირის (52 ათასი დოლარი) გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ტელეკომპანია NTV იუწყება.

2017 წლის ნოემბერში ქილიჩდაროღლუმ პარლამენტში გამოსვლისას წარმოადგინა გარკვეული დოკუმენტაცია, რომელიც ერდოღანის ფინანსურ მაქინაციებს ააშკარავებდა. კერძოდ, ქილიჩდაროღლუს მტკიცებით, ერდოღანმა და მისი ოჯახის წევრებმა ევროპის ერთ-ერთ ოფშორულ ცენტრში, მენის კუნძულზე რეგისტრირებულ კომპანიებს გადაურიცხეს. ერდოღანმა და მისმა ადვოკატებმა დოკუმენტებს ყალბი უწოდეს და ქილიჩდაროღლუს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლეს. ერდოღანი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ოპოზიციონერისგან 1,5 მილიონი თურქული ლირის (300 ათასი დოლარი) გადახდას ითხოვდა.

სასამართლომ აღიარა, რომ ქილიჩდაროღლუს მიერ წარდგენილი დოკუმენტები ნამდვილია, თუმცა განაცხადა, რომ ფულის გადარიცხვა კანონის ფარგლებში მოხდა, რის გამოც ეს გადასახადებისგან თავის არიდებად ვერ ჩაითვლება.