აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში სომხეთი გააფრთხილეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო იერიში შეუძლიათ მიიტანონ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე.
მანამდე მედიაში და სოციალურ ქსელებში ვარაუდი გაჩნდა, რომ სომხეთს შეუძლია აზერბაიჯანში მინგეჩაურის წყალსაცავს დაარტყას.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქვთ და მოწინააღმდეგე ვერ შეძლებს მათი სტრატეგიული ობიექტისთვის ზიანის მიყენებას.
„სომხურმა მხარემ არ უნდა დაივიწყოს, რომ ჩვენი არმიის უახლესი სარაკეტო კომპლექსები მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის საშუალებას იძლევა, ხოლო ეს კი სომხეთისთვის დიდ კატასტროფას გამოიწვევს“, - განაცხადა ვაგიფ დარგიახლიმ.
შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო, რასაც ბოლო მონაცემებით, 4 სომეხი და 11 აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დღეს დილიდან შეტაკებები განახლდა.