ირანი მზად არის შუამავლის როლი იკისროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის შესამსუბუქებლად

ირანი მზად არის შუამავლის როლი იკისროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის შესამსუბუქებლად

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ოფიციალური თეირანი მზად არის შუამავლის როლი იკისროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის შესამსუბუქებლად.

„როგორც კი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გაჩაღდა ირანის დიპლომატიური აპარატი დაძაბულობის შემსუბუქების მიზნით გააქტიურდა, რადგან რეგიონს არ შეუძლია დაუშვას კიდევ ერთი კონფლიქტი“, - განაცხადა სეიედ აბას მუსავიმ.

შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო, რასაც ბოლო მონაცემებით, 4 სომეხი და 12 აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დღეს დილიდან შეტაკებები განახლდა.