სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ღამით სიტუაცია შედარებით მშვიდი იყო, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი შუშან სტეპანიანი იტყობინება.
„ღამით ვითარება შედარებით მშვიდი იყო. მოწინააღმდეგე მხოლოდ სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღს იყენებდა. სომხეთის შეიარაღებული ძალები საზღვრის მთელ პერიმეტრზე ვითარებას აკონტროლებენ“, - წერს სტეპანიანი Facebook-ზე.
შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებებისას 12 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. სომხური მხარე კი 4 გარდაცვლილის და 36 დაშავებულის შესახებ იტყობინება.
ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, სომხურმა მხარემ ცოცხალი ძალის გაცილებით დიდი დანაკარგი განიცადა, რასაც მალავს.