მოსკოვში საკონსტიტუციო ცვლილებების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ დაკავებები დაიწყო. როგორც რუსული მედია იუწყება, საპროტესტო აქციაზე 300-მდე ადამიანი გამოვიდა.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის 100 მონაწილე დააკავა. აქცია მოსკოვის ცენტრში, პუშკინის მოედანზე იმართება, სადაც პოლიციაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმზე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტის პოსტზე 2036 წლამდე დარჩენის უფლებას მისცემს, მხარი ამომრჩეველთა 78%-მა დაუჭირა.