ავიაკატასტროფას თურქეთში მსხვერპლი მოჰყვა

ავიაკატასტროფას თურქეთში მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ვანის პროვინციაში მოხდა. ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 2 პილოტია. კატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.