ნიუ-იორკში ცნობილი მილიონერი ფაჰიმ სალეჰი მოკლეს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის ბიზნესმენის დანაწევრებული ცხედარი სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს, რომელიც მან გასულ წელს 2,25 მილიონ დოლარად შეიძინა. ცხედრის გვერდით ელექტროხერხი იდო.
გამოძიება დამნაშავის ვინაობის გარკვევას ცდილობს. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის მსხვერპლთან ერთად სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
სალეჰი ნიგერიაში მიწოდების სერვისის სტარტაპის მფლობელი იყო.