სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანული ტანკი ააფეთქეს. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი იტყობინება.
„სომხურმა შენაერთებმა ააფეთქეს მოწინააღმდეგის ტანკი და გაანადგურეს საარტილერიო საცეცხლე წერტილები, საიდანაც ჩვენი პოზიციები და დასახლებული რაიონები იბომბებოდა“, - წერს სტეპანიანი Facebook-ის გვერდზე.
შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო, რასაც ბოლო მონაცემებით, 4 სომეხი და 11 აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დღეს დილიდან შეტაკებები განახლდა.