ინგრედიენტები
შერეული ფარში - 400 გ
ხახვი - 1 ც
მანის ბურღული - 1.5 სკ
მარილი – 0,5 ჩაის კოვზი
შავი პილპილი - გემოვნებით
შიგთავსი
პამიდორი - 1 ც
ტკბილი წიწაკა - 1 ც
მწვანე ხახვი - 30 გ
ოხრახუში - 15 გ
მწყერის კვერცხი - 3 ც
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესები
ფარშს შეურიეთ მანის ბურღული, მწიკვი მარილი და პილპილი. კარგად ამოურიეთ.
შიგთავსის ინგრედიენტები დაჭერით და ერთმანეთს შეურიეთ.
ფარშს ნავის ფორმა მიეცით, აჭარული ხაჭაპურის მსგავსად შუაში ჩაპრესეთ, შიგთავსი მოათავსეთ და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 2 წუთით. შემდეგ ცენტში მწყრის კვერცხი ჩაახალეთ და ღუმელში შეაბრუნეთ კიდევ 5 წუთით.