ტაფაზე შემწვარი არომატული პურები კეფირის ცომით - მზადდება 20 წუთში

ტაფაზე შემწვარი არომატული პურები კეფირის ცომით - მზადდება 20 წუთში

ინგრედიენტები

კეფირი - 300 მლ

ფქვილი - 350 გ

სოდა - 1 ჩკ

შაქარი - 1 სკ

ზეთი - 1-2 სკ

მომზადების წესები

ჯამში მოათავსეთ კეფირი, შაქარი, მარილი. შემდეგ დაუმატეთ სოდა და ფქვილი, მოზილეთ ცომი.

ცომი გადაიტანეთ ზედაპირზე, ხელი დაისველეთ ზეთით და გააგრძელეთ ცომის ზელვა. შემდეგ 10 ნაწილად გაყავით. თითოეული მათგანი ტაფის ზომაზე გააბრტყელეთ, სურვილისამებრ მოაყარეთ სეზამის მარცვლები და შეწვით ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.

მიირთვით ნებისმიერ რამესთან ერთად.