აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უარს ამბობს გეგმაზე, რომ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდნენ, აშშ-ში ყოფნის უფლება შეუზღუდოს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მილიონზე მეტი სტუდენტი სწავლობს აშშ-ის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში და ბევრი სასწავლო დაწესებულება უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურისგან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული.
2020 წლის 7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლის მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ ან დეპორტაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. ამის შესახებ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურში განაცხადეს.