ბელარუსში ვიქტორ ბაბარიკოსა და ვალერი ცეპკალოს მხარდამჭერ აქციებზე 250-მდე ადამიანი დააკავეს

ბელარუსში ვიქტორ ბაბარიკოსა და ვალერი ცეპკალოს მხარდამჭერ აქციებზე 250-მდე ადამიანი დააკავეს

ბელარუსში ოპოზიციონერების, ვიქტორ ბაბარიკოსა და ვალერი ცეპკალოს მხარდამჭერ აქციებზე 250-მდე ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ცნობებით, დაკავებულებს შორის მედიის წარმომადგენლებიც იყვნენ, თუმცა ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს.

ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და რამდენიმე ქალაქში აქციები ვიქტორ ბაბარიკოსთვის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმას საპროტესტო მოჰყვა.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 9 აგვისტოს არის დანიშნული.

საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტს, ვიქტორ ბაბარიკოს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

ვიქტორ ბაბარიკო და მისი ვაჟი ედუარდი 18 ივნისს დააკავეს. საქმე „ბელგაზპრომბანკის“ მიერ გადასახდებისგან თავის არიდებას ეხება. ბაბარიკო ბანკს 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და თანამდებობა მაისში დატოვა, რათა საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართულიყო. საქმე ბანკის მიმართ სწორედ ამის შემდეგ აღიძრა.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება. ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, კენჭს კიდევ ერთი ვადით იყრის. არაოფიციალური მონაცემებით, ვიქტორ ბაბარიკოს მხარს მოსახლეობის ნახევარი უჭერს.