ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ჩრდილოეთ მაკედონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლები პირბადეებით მიდიან, ხმის მიცემა კი დისტანცირების წესების დაცვით მიმდინარეობს. უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება. ხმის მიცემის უფლება 1,8 მილიონ ადამიანს აქვს.

კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტებმა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა თავიანთი არჩევანი 13 ივლისს გააკეთეს. 14 ივნისს კი ხმის მიცემის უფლება შშმ პირებს, მძიმე ავადმყოფებსა და პატიმრებს ჰქონდათ.

საპარლამენტო არჩევნები ჩრდილოეთ მაკედონიაში 12 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო არჩევნები 3 თვით გადაიდო.