ინგრედიენტები
რძე - 500 გ
ნაღები 20%-იანი - 500 გ
შაქარი - 200 გ
კვერცხის გული - 6
ვანილი
სოუსისთვის
შაქარი - 1/4 ჭ
მარწყვი - 250 გ
მარწყვის ჯემი - 1/2 ჭ
ვანილი
მომზადების წესები
რძეს ჩავამატოთ ვანილი და გავაცხელოთ.
კვერცხის გული და შაქარი ავთქვიფოთ მუსუს კონსისტენციამდე, ნელ-ნელა ჩავასხათ რძე და ავურიოთ. დავაბრუნოთ საშუალო ცეცხლზე და გამუდმებით ვურიოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ შესქელდება.
გავაციოთ და დავამატოთ ნაღები. შევდგათ საყინულეში.
როცა ნაპირები გაიყინება, გამოვიღთ და კარგად ავთვიფოთ. შევაბრუნოთ ისევ საყინულეში და ეს პროცედურა გავიმეოროთ 2-3-ჯერ. თუ ნაყინს სპეციალურ აპარატში ვამზადებთ, ეს საჭირო არ არის, რადგან აპარატი თვითონ ურევს გაყინვის პარალელურად.
სოუსის მოსამზადებლად,1/2 ჭიქა წყლით და შაქრით მოვამზადოთ სიროფი, დავამატოთ მარყვი, ჯემი და ვანილი. წამოვადუღოთ, გავაციოთ და ბლენდერში ავთქვიფოთ. სანამ ნაყინზე მოვასხამთ, მაცივარში კარგად გავაციოთ.
მარწყვის გარდა, შეგვიძლია ნებისმიერი სეზონური ხილი გამოვიყენოთ, შესაბამის ჯემთან ერთად.