მეჰრიბან ალიევა: აზერბაიჯანელი ხალხი არასდროს შეეგუება ოკუპაციას - ჩვენ მართლები ვართ და ღმერთი ჩვენთანაა

მეჰრიბან ალიევა: აზერბაიჯანელი ხალხი არასდროს შეეგუება ოკუპაციას - ჩვენ მართლები ვართ და ღმერთი ჩვენთანაა

აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მეჰრიბან ალიევა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„აზერბაიჯანელი ხალხი არასდროს შეეგუება ოკუპაციას! ჩვენი მიწა, სამშობლოსთვის ჩვენი ბრძოლა წმინდაა. ჩვენ მართლები ვართ და ღმერთი ჩვენთანაა. მტერმა საკადრისი პასუხი მიიღო და ეს სულ ასე იქნება. ჩვენ უნდა გავხდეთ და გავხდებით უფრო ძლიერები. მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება სამხედროების მშობლების წინაშე. ამ რთულ დღეებში აზერბაიჯანელი ხალხი თქვენ გვერდითაა“, - განაცხადა მეჰრიბან ალიევამ.

12 ივლისს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანული მხარე სამი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს, ხოლო სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ დანაკარგი არ აქვთ.