ფონდი „ღია საზოგადოება“, მილიარდერი ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რასობრივი თანასწორობის მისაღწევად 220 მილიონ დოლარს გამოყოფს.
„შთამაგონებელი და უძლიერესი გამოცდილებაა რასობრივი სამართლიანობისტვის ეს მნისვნელოვანი მომენტი. ვამაყობთ იმით, რომ შეგვიძლია განვაგრძოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმე მთელ მსოფლიოში დაჩაგრული ხალხის უფლებებისთვის“, - ნათქვამია ფონდი „ღია საზოგადოების“ განცხადებაში.
ორგანიზაციები, რომლებიც აღნიშნულ თანხებს მიიღებენ, ხმის მიცემის უფლებების გაფართოებისა და პოლიციის რეფორმისთვის იბრძვიან.