თურქეთის შავის ზღვის რეგიონში წყალდიდობის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 11 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სერიოზული პრობლემები შეექმნა ზღვისპირა რეგიონის 12 სოფელს. რამდენიმე სოფელში მეწყერიც ჩამოწვა. ჩახერგილია გზები.
სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამაშველო სამუშაოები გრძელდება.