ინგრედიენტები
ფქვილი - 2-3 ჭიქა
კვერცხის გული - 2
კარაქი - 200 გ
არაჟანი - 500 გ
სოდა ძმრით - 1 ჩ.კ
გულსართი:
ქიშმიში - 1 ჭიქა
ნიგოზი - 2 ჭიქა
შაქარი - 1 ჭიქა
მომზადების წესები
ათქვიფეთ შერბილებული კარაქი, კვერცხის გული, დაუმატეთ არაჟანი, სოდა ძმრით, შეურიეთ 2-3 ჩ.ჭ ფქვილი.
დაყავით 4 ნაწილად, დააგუნდავეთ და შედეთ მაცივარში 2 საათით. თითოეულის ცომი გააბრტყელეთ და მიეცით მრგვალი ფორმა, დაყავით 12 ნაწილად, მიღებული სამკუთხედები გაწელეთ, ჩადეთ თითო ჩ.კ გული, დაახვიეთ ფართო მხრიდან ვიწროსკენ.
გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე .რომ გაცივდება მოაყარეთ პუდრა.
გულსართი :
ერთმანეთში აურიეთ გატარებული ნიგოზი, ქიშმიში, შაქრის ფხვნილი და ათქვეფილი 2 კვერცხის ცილა.