ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის მსხვერპლთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა

ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის მსხვერპლთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ნეპალის სხვადასხვა ნაწილში წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, 41 კი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ The Times of India წერს.

სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მიაგდის მხარე დაზარალდა, სადაც 27 ადამიანია გარდაცვლილი. ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.