სამხრეთ აფრიკაში, აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ნელსონ მანდელას ქალიშვილი, ზინზი მანდელა 59 წლისა გარდაიცვალა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადგილობრივი მაუწყებლის, SABC-ს ინფორმაციით, ის იოჰანესბურგის საავადმყოფოში გარდაიცვალა, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია გარდაცვალების მიზეზი.
ზინზი მანდელა დანიაში სამხრეთ აფრიკის ელჩის თანამდებობას იკავდებდა.
ის იყო ნელსონ მანდელას მეექვსე შვილი მეორე ცოლისგან, ვინი მანდელასგან.