ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსით 182 ადამიანი დაინფიცირდა, 8 კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსით 182 ადამიანი დაინფიცირდა, 8 კი გარდაიცვალა

გასულ დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით კიდევ 182 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 32 151-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 8 პაციენტი.

ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 573 პაციენტი გარდაიცვალა, 19 865 კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.