ინგრედიენტები
სტაფილო - 2 (აუცილებელი არ არის)
ხახვი - 1-2 თავი
სოკო - 200-300 გ
ბრინჯი - 400 გ
ზეთი
მარილი და პილპილი
მწვანე ხახვი
მომზადების წესები
ბრინჯი გავრეცხოთ, დავასხათ მდუღარე წყალი და ცეცხლზე შემოვდგათ.
პარალელურად, ტაფაზე დავბრაწოთ დაჭრილი სოკო და ხახვი. შეგვიძლია დავამატოთ გახეხილი სტაფილოც.
მოშუშულ ბოსტნეულს დავამატოთ მოხარშული, გადაწურული ბრინჯი. ავურიოთ და კიდევ 2 წუთი ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე. დავამატოთ მარილი, პილპილი და დაჭრილი მწვანე ხახვი ან ოხრახუში.