ინგრედიენტები
პამიდორი - 1 კგ
კიტრი - 1 ც
ტკბილი წიწაკა, წითელი - 2 ც
ხახვი - 1 ც
ნიორი - 2-3 კბ
პური - 1 ნაჭერი
ლიმონის წვენი - 1 სკ
ზეითუნის ზეთი - 4 სკ
შაქარი - 1/2 ჩკ
მარილი - 1/2 ჩკ
მომზადების წესები
კანგაცლილი და დაჭრილი პამიდორი კარგად დააბლენდერეთ.
დაუმატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ხახვი, კიტრი, ნიორი, ზეითუნის ზეთი და კვლავ დააბლენდერეთ.
შემდეგ დაუმატეთ 1 ნაჭერი პური ქერქის გარეშე, შაქარი და მარილი.
კარგად დააბლენდერეთ და ჯამებში გადაანაწილეთ. შეგიძლიათ, 1ჩკ ძმარიც დაუმატოთ.