მსუბუქი, უგემრიელესი თურქული დესერტი მანის ბურღულისგან

მსუბუქი, უგემრიელესი თურქული დესერტი მანის ბურღულისგან

ინგრედიენტები

მანის ბურღული - 100 გ

რძე - 500 მლ

ლიმონი - 1 ცალი

ლაიმი - 1 ცალი

კვერცხი - 2 ცალი

შაქარი - 200 გ + 7 ს/კ

ქეშიუ (თხილი, ნიგოზი, ნუში და ა.შ) - სურვილისამებრ

მომზადების წესები

ლიმონი და ლაიმი გარეცხეთ კარგად და გააცალეთ ცედრა წვრილი სახეხით.

გამოწურეთ ორივე ციტრუსიდან წვენი.

ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ მანის ბურღული და კარგად აურიეთ.

გადაიტანეთ მიღებული მასა ქვაბში და დაუმატეთ რძე. დადგით ცეცხლზე და როცა მასა ადუღდება, დაუმატეთ ციტრუსის ცედრა.

ხარშეთ გასქელებამდე 10 წუთის განმავლობაში, თან შეუჩერებლად ურიეთ.

შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დააფარეთ თავსახური.

ლიმონის და ლაიმის წვენს შეურიეთ 7 ს/კ შაქარი, გადაიტანეთ სილიკონის ფორმაში და შედგით მიკროტალღურ ღუმელში, მაქსიმალურ სიმძლავრეზე 5 წუთით, სანამ სითხე არ გამუქდება და წელვადი არ გახდება. დიდხანს არ გააჩეროთ.

ათქვიფეთ მანის ბურღულის მასა მიქსერით და გადაიტანეთ კარამელიან ფორმაში.

მოათავსეთ ფორმიანად საყინულეში 3 საათით.

შემდეგ გაოიღეთ, გადმოაბრუნეთ კარამელით ზემოთ. მოაყარეთ დაჭრილი თხილი და გემრიელად მიირთვით!