ზამთარში დაკონსერვებული პროდუქტები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, დიასახლისების უმრავლესობაც დროს სწორედ ასეთი პროდუქტების მომზადებას უთმობს. წარმოგიდგენთ ბულგარული წიწაკისა და ბადრიჯნის სალათის მარტივ რეცეპტს (ე.წ. აჯაფსანდალი)
ინგრედიენტები
ხახვი - 1/2 კგ
სტაფილო - 1/2 კგ
ბულგარული წიწაკა - 1 კგ
ბადრიჯანი - 1 კგ
პომიდორი - 2 კგ
შაქარი - 1 კოვზი
მარილი - გემოვნებით
ძმარი - 100 მგ
მზესუმზირის ზეთი - 200 მგ
მომზადების წესები
ქვაბში ჩაასხით ზეთი და დაამატეთ მითითებული ბოსტნეული (დაჭრილი), ასევე დაამატეთ მარილი და შაქარიც. კარგად მოთუშეთ და შემდეგ დაამატეთ პომიდორი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 45 წუთის განმავლობაში. პერიოდულად ურიეთ. ბოლოს დაასხით ძმარი და 2 წუთის შემდეგ გადმოდგით გაზქურიდან. ჩაასხით სალათი სტერილურ ქილებში და მიირთვით ზამთარში.
სალათს სიმშრალის გასანეიტრალებლად არ დაამატოთ წყალი, წყლის ნაცვლად გამოიყენეთ ზეთი.