ასე შენახული პომიდორი საუკეთესო გარნირია მწვადისთვის, ხოლო წვენი საუკეთესო მარინადია ხორცისთვის ან შეწვისას მოსასხმელად – ის არბილებს და საოცარ გემოს ანიჭებს შემწვარ ხორცს.
ინგრედიენტები
პომიდორი - მოზრდილი, 15 ცალი
ხახვი - 15 თავი
ნიორი - 2-3 თავი
1 ლიტრი მარინადისთვის:
ზეთი - 1 ს/კ
ძმარი - 2 ს/კ
შაქარი - 2 ს/კ
მარილი - 2 ს/კ
ასპირინი კონსერვებისთვის - 1/2 აბი
დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
შავი პილპილის მარცვლები - 5-6 ცალი
მიხაკი - 3-4 ცალი
მომზადების წესები
ამ ინგრედიენტებით გამოდის 4,5-5 ლ.
გარეცხეთ ბოსტნეული, გაფცქვენით და მსხვილად დაჭერით.
სუფთა, გასტერილებულ ქილებში მჭიდროთ ჩაალაგეთ ბოსტნეული მონაცვლეობით:
პომიდვრის ფენა
ნივრის ფენა
ხახვის ფენა
ასე აავსეთ ქილები.
შემდეგ მოხარშეთ მარინადი და ცხელ-ცხელი მოასხით პომიდორს. შედგით ქილებით 10 წუთით მიკროტალღურ ღუმელში ან ადუღებულ წყლიან ქვაბში. ჰერმეტულად მოხუფეთ და გააცივეთ.
შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორე დღიდანვე და ასევე შეინახოთ ზამთრისთვის.