კარტოფილი სან-ფლორენტანი

კარტოფილი სან-ფლორენტანი

ინგრედიენტები

წვრილი ვერმიშელი - 70-100 გ

ფქვილი - 130-150 გ

ლორი - 100 გ

კარტოფილი - 1,5 კგ

საფანელი - 80-100 გ

მარილი და პილპილი - გემოვნებით

ზეთი - ფრიტიურისთვის

კარაქი - 50 გ

კვერცხი - 6 ცალი

მუსკატის კაკალი (ჯავზი) - 0,3 ჩ/კ

მომზადების წესები

კარტოფილი გაფცქვენით, დაჭერით 3-4 ნაწილად. მოხარშეთ ადუღებულ მარილწყალში. შემდეგ გადაუღვარეთ წყალი და გამოაშრეთ თავდახურულ ქვაბში ძალიან დაბალ ცეცხლზე. კარტოფილის კანი უნდა გათეთრდეს.

შემდეგ გახეხეთ ქვაბში ან გაატარეთ მსხვილ საცერში, დაუმატეთ მუსკატის კაკალი, მარილი, პილპილი, კარაქი და ცოტა ხანს მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე. თან ურიეთ.

გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ 4 კვერცხის გული და წვრილად დაჭრილი ლორი.

2 კვერცხი და 2 კვერცხის ცილა ათქვიფეთ, დაუმატეთ მწიკვი მარილი.

დაფქვით ვერმიშელი მსხვილად და შეურიეთ საფანელი.