ინგრედიენტები
ცომი:
ცივი კარაქი - 120 გ
ფქვილი - 200 გ
წყალი - 1/4 ჭიქა
შიგთავსი:
გარგარი - 7 ცალი
შაქარი - 100 გ
მწიკვი მარილი
ვანილი
ლიმონის წვენი - 2 ს/კ
სიმინდის სახამებელი - 4 ს/კ
მომზადების წესები
ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ ჩოპერში და ბლენდერში ავთქვიფოთ. მიღებლი ცომი გავახვიოთ საკვებ ცელოფანში და გავაჩეროთ მაცივარში 30 წთ. გარგარი დავჭრათ, დავუმატოთ შაქარი, მარილი, ვანილი, სახამებელი, მოვასხათ ლიმონის
წვენი და კარგად ამოვურიოთ. ცომი გავაბრტყელოთ საცხობ ტაფაზე, გადავანაწილოთ შიგთავსი, გვერდები კარგად გადავუკეცოთ და გადავუსვათ კვერცხის გულის და რძის ნაზავი. ვაცხოთ 35-40 წთ. 180 გრადუსზე.